ფრანსუა ოლანდი: თურქეთში რეპრესიებია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ თურქ სამხედროებს აიძულებენ პასუხი აგონ ჩადენილ თუ ჩაუდენელ დანაშაულზე.

თბილისი, 16 ივლისი  — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ თურქეთში სტაბილიზაციის შემდეგ რეპრესიები დაიწყება, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.

„თუ პრეზიდენტმა სრულად აღადგინა ვითარება — რაშიც დარწმუნებული ვარ —  ამას სიჩუმის პერიოდი მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, რეპრესიები დაიწყება. ვვარაუდობ, რომ გამოჩნდებიან სამხედროები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც ჩაიდინესთუ  რაც არ ჩაუდენიათ“, — განუცხადა ოლანდმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ: 15 ივლისის გვიან ღამით, თურქეთის ხელმძღვანელობამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების თაობაზე განაცხადა. პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მომხდარს სამხედროთა მცირე ჯგუფის ამბოხის მცდელობა უწოდა და ქვეყნის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

გადატრიალების მცდელობის შედაგად დაიღუპა 160 ადამიანი, ხოლო 1440 დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0