15 ივლისის გვიან ღამით, თურქეთის ხელმძღვანელობამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების თაობაზე განაცხადა. პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მომხდარს სამხედროთა მცირე ჯგუფის ამბოხის მცდელობა უწოდა და ქვეყნის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გადატრიალება ტერაქტად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მუშაობას განაგრძობდა.
16 ივლისის დილით თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩავარდა.
ბინალი ილდირიმის თქმით, ამ დროისათვის დაკავებულია 2839 კაცი და დაპატიმრებები გრძელდება. ყველა სამხედრო ჩამოერთვა წოდება.
დაახლოებით ორასამდე უიარაღო სამხედრო ანკარის სამხედრო შტაბებიდან გამოვიდა და პოლიციას ჩაბარდა.
გადატრიალების მცდელობის შედაგად დაიღუპა 160 ადამიანი, ხოლო 1440 დაშავდა.

ბოსფორის სრუტის ხიდის გათავისუფლების შემდეგ ადამიანები სურათებს იღებდენ ტანკთან.

პოლიციელი ცდილობს შეაკავოს აღელვებული ბრბო იმ დროს, როდესაც მეამბოხეები ძალოვანებს ნებდებიან ბოსფორის ხიდზე.

ტანკზე სურათის გადაღება პატარა თურქმა გოგონამაც მოინდომა ბოსფორის ხიდის გათავისუფლების შემდეგ.

ბოსფორის ხიდი მისი მეამბოხეებისგან გაწმენდის შემდეგ.

ანკარის ქუჩა 16 ივლისის დღისით, ამბოხის ჩახშობის შემდეგ.

თურქი სამხედროების მიერ გადაკეტილი ბოსფორის ხიდი გადატრიალების მცდელობის ღამეს.

თურქული პოლიცია სტამბოლის ქუჩებში. ამ დროს ამბოხი ჯერ არ არის ჩახშობილი.

გადატრიალების მცდელობის ღამეს სტამბოლში ასეთ სურათსაც წააწყდებოდით.

ასე დაიწყეს თურქმა სამხედროებმა ბოსფორის ხიდის გადაკეტვა.

თურქმა სამხედროებმა ბოსფორის ხიდი გადაკეტეს.