სვანური ფოლკლორული ანსამბლის „რიჰოს“ წევრებმა პოლ მაკარტნის საქვეყნოდ ცნობილი Yesterday შეასრულეს.
ულამაზეს სვანეთში, დაბა მესტიაში უკვე მრავალი წელია არსებობს ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“. ანსამბლს მთელ სვანეთში იცნობენ. მეგობრულ სუფრასთან გავარკვიეთ, რომ „რიხოს“ წევრები, ქართული და სვანური სიმღერების გარდა, უცხოურ ჰიტებსაც შესანიშნავად ასრულებენ.