„ზემო ლარსზე“ აზიელი „არშემდგარი“ ტერორისტები დააკავეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalevდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამქირავებლებმა დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს არშემდგარ ტერორისტებს რუსეთ საქართველოს საზღვრის გავლით სატრანზიტო გზის შესახებ, შემდგომში თურქეთსა და სირიაში გადასვლით.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე „ზემო ლარსი“ ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქე სამი პირი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ სირიაში მოხვედრას უკანონო შეიარაღებული ბნდფორმირებები რიგებში საბრძოლველად, იტყობინება Sputnik-ტაჯიკეთი, ჩრდილო ოსურ საინფორმაციო პორტალ „მე-15 რეგიონზე“ დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, საქმის გარკვევისას, ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაიქირავეს. 

„დამქირავებლებმა დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს არშემდგარ ტერორისტებს რუსეთ საქართველოს საზღვრის გავლით სატრანზიტო გზის შესახებ, შემდგომში თურქეთსა და სირიაში გადასვლით“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

სამართალდამცავი ორგანოების რეკომენდაციით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბოროტმოქმედთა რუსეთის ფედერაციიდან გაძევებასა და რუსეთის ტერიტორიაზე მათთვის შემოსვლის აკრძალვაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0