თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ხანმა, საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას ქართული ღვინოები დააგემოვნა. სამუშაო სადილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით შედგა ქალაქ ბათუმში, სადაც მიმდინარეობს მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“. კონფერენცია ხუთშაბათს გაიხსნა და პარასკევამდე გასტანს.
© პრემიერის პრესსამსახურიგიორგი კვირიკაშვილი, იოჰანეს ხანი და დავით ბაქრაძე
გიორგი კვირიკაშვილი, იოჰანეს ხანი და დავით ბაქრაძე
© პრემიერის პრესსამსახური
შეხვედრის დაწყებამდე იოჰანეს ხანმა და გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში მეღვინეობის უძველეს კულტურაზე ისაუბრეს. ევროკომისარი გაეცნო ასევე ჭაჭის გამოხდის წესს.
ფოტოები წვეულებიდან, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ, მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.