რატომ არ იყენებენ ბრილიანტის მწვანეს დასავლეთის ქვეყნებში

© sigsergvბრილიანტის მწვანე — ჩვენში ყველასათვის ცნობილი „სახატავი“ პრეპარატი
ბრილიანტის მწვანე — ჩვენში ყველასათვის ცნობილი „სახატავი“ პრეპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა

მწვანე სითხით სავსე მინის პაწაწა ქილა ჩვენში ლამის ყველა ოჯახის აფთიაქში მოიძებნება. აი დანარჩენ მსოფლიოში კი მას სხვაგან არსად იყენებენ. გაინტერესებთ, რა არის ამის მიზეზი?

მოდით, ჯერ გავერკვეთ, მაინც რა არის ასეთი ბრილიანტური ამ მწვანე სითხეში? თურმე, არც არაფერი. ასეთი სახელწოდების დამკვიდრებაში ბრიყვი თარჯიმანი ყოფილა დამნაშავე. ერთ ქიმიკოსს პრეპარატის ლათინური სახელწოდების viridis nitentis ფრანგულად თარგმნისას, რაც „ბრწყინვალე მწვანეს“ ნიშნავს, სიტყვა brillant გამოუყენებია, რაც ასევე ნიშნავს „ბრწყინვალეს“. ვიღაც რუს თარჯიმანს კი პირდაპირ „ბრილიანტად“ გადაუთარგმნია და შერჩა და შერჩა ეს სახელი სითხეს. ესაა და ეს.

ჩვენ ძალიან ხშირად ვიყენებთ ბრილიანტის მწვანეს, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. მწერის ყველა ნაკბენს, ნებისმიერ ჭრილობასა და სისხლნაჟღენთს სწორედ ამ ხსნარით ვუმუშავებთ. დასავლეთში კი მას არც ერთ ქვეყანაში არ იყენებენ, ვერც ერთ ევროპულ თუ ამერიკულ აფთიაქში ვერ შეიძენთ ბრილიანტის მწვანეს. დასავლელებმა არ იციან, რა არის ეს. ამიტომაც უკიდურესად უკვირთ, როცა ჩვენი ქალაქების ქუჩებში მწვანედ აფერადებულ გოგო–ბიჭებს ხედავენ.

© FL/sigsergvუცხოელებს უკვირთ, როცა ჩვენი ქალაქების ქუჩებში მწვანედ აფერადებულ გოგო–ბიჭებს ხედავენ
უცხოელებს უკვირთ, როცა ჩვენი ქალაქების ქუჩებში მწვანედ აფერადებულ გოგო–ბიჭებს ხედავენ - Sputnik საქართველო
უცხოელებს უკვირთ, როცა ჩვენი ქალაქების ქუჩებში მწვანედ აფერადებულ გოგო–ბიჭებს ხედავენ

მაინც რატომ არ არის ცივილიზებულ უცხოეთში ბრილიანტის მწვანე? გაგიკვირდებათ და, თურმე, ძალიან მარტივი მიზეზის გამო.

როგორც ცნობილია, დასავლეთში ცდებზე დამყარებული მედიცინის დოქტრინა მოქმედებს. ბრილიანტის მწვანის მოლეკულური მექანიზმი კი ჯერაც არ არის შესწავლილი. პრეპარატის შესასწავლად რთული და ძვირადღირებული კვლევებია საჭირო და, აბა, ვინ დახარჯავს დროსა და ფულს დასავლეთში ესოდენ ძველი პრეპარატის ანალიზში?

ამიტომ, ვინაიდან არსებობს მოსაზრება, თითქოს ბრილიანტის მწვანე, კარბოლის მჟავის მსგავსად, კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს, დასავლეთში მის ბრმად გამოყენებაზე უარი თქვეს. თუმცა, კაცმა არ იცის, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება. როგორც ვთქვით, მისი მოლეკულური მექანიზმი დღემდე არავის შეუსწავლია.

გარდა ამისა, არსებობს სხვა ვერსიაც. დასავლურ მედიცინაში, გარდა პრეპარატის ეფექტურობისა, ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტიკური მხარეც. საბჭოეთში კი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდნენ და ამადაც მოიკიდა ფეხი ბრილიანტის მწვანემ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც სსრკ–ში შედიოდნენ.

ამერიკელები მის ნაცვლად ანტიბიოტიკებზე დამზადებულ უფერულ მალამოებს იყენებენ. არ დაიჯერებთ და ბეტადინთან ნარევი ჩვეულებრივი შაქარი — ეს იოდის ერთ–ერთი შენაერთია. საკუთარი თვალით მაქვს ამოკითხული ინტერნეტში მისი სახლის პირობებში დამზადების წესი. თურმე 5 უნცია შაქრისა და ერთნახევარი უნცია ბეტადინის შერევით მიღებული მალამო თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვისთვის იარის დასამუშავებლად.

საქართველოს აფთიაქებშიც მრავლად იყიდება სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალება, მაგრამ, რადგან ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვენ მაინც ხასხასა მწვანე სითხით ვაჭრელებთ ბავშვებს და ეს სულაც არ აღელვებს არავის… უცხოელების გარდა.   

ყველა ახალი ამბავი
0