ამინდი: საქართველოში მზიანი უქმეები გველოდება

© FB / Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნალექო ამინდი საქართველოში 19 ივლისამდე შენარჩუნდება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში მთელ საქართველოში უნალექო და თბილ ამინდ გვპირდებიან.

15 ივლისი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში — 9-14.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით —30-35; მაღალ მთაში ღამით — 9-14, ხოლო დღისით — 25-30.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი, ხოლო დღისით — 30-35. მაღალ მთაში ღამით 8-13, ხოლო დღისით — 21-26 გრადუსი სითბო იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს. ღამით 18, ხოლო დღისით 33 გრადუსია მოსალოდნელი.

16 ივლისი

დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, მათ შორის თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ქარის სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით —31-36; მაღალ მთაში ღამით — 9-14, ხოლო დღისით — 28-33.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 17-22 გრადუსი, ხოლო დღისით — 31-36. მაღალ მთაში ღამით 10-15, ხოლო დღისით — 25-30 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში ღამით 20, ხოლო დღისით 35 გრადუსი იქნება.

17 ივლისი

მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 21-26 გრადუსი, ხოლო დღისით —34-39; მაღალ მთაში ღამით — 12-17, ხოლო დღისით — 30-35.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი, ხოლო დღისით — 32-37. მაღალ მთაში ღამით 12-17, ხოლო დღისით — 25-30 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში ღამით 22, ხოლო დღისით — 35 გრადუსი იქნება.

უნალექო ამინდი საქართველოში 19 ივლისამდე შენარჩუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0