თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბათუმში, „მაკდონალდსის“ შენობასთან ახლოს დამსვენებლებმა ხელყუმბარა იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ადგილზე მისულმა პოლიციამ ტერიტორია შემოღობა და ხელყუმბარა წაიღო. როგორც ტელეკომპანიას ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა, პოლიციელების განცხადებით, საფრთხე აღარ არსებობს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის მუხლით „საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება“.