ბათუმში Black Sea Jazz Festival-ის პროგრამა

© courtesy of Black Sea Jazz FestivalBlack Sea Jazz Festival
Black Sea Jazz Festival - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი Black Sea Jazz Festival-ის დეტალურ პროგრამას გთავაზობთ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. Black Sea Jazz Festival-ში, რომელიც ბათუმში 15-24 ივლისს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 200 უცხოელი და დაახლოებით 100 ქართველი შემსრულებელი.

ბათუმის საჩოგბურთო კლუბი, 20:00 სთ

15 ივლისი

Quincy Jones & The Global Gumbo All Stars (აშშ)

ქუინსი დილაით ჯონს უმცროსი — ამერიკელი კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მესაყვირეა, „გრემის“ 27 პრემიის ლაურეატი, მათ შორის — ჯილდო Grammy Legend Award. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში — ის 83 წლისაა — თანამშრომლობდა ფრენკ სინატრასთან და მაიკლ ჯექსონთან.

16 ივლისი

Miles Electric Band (აშშ)

Miles Electric Band — მსოფლიო დონის 11 მუსიკოსისგან შემდგარი ანსამბლია. ისინი თანამედროვე ჯაზური არანჟირებით ასრულებენ მუსიკას დევიდ მაილსის რეპერტუარიდან.

17 ივლისი

Ms. Lauryn Hill (აშშ)

მის ლორინ ჰილი — ამერიკელი შემსრულებელი ნეო-სოულისა და ჰიპ-ჰოპის სტილში, The Fugees-ის ყოფილი სოლისტი, რომელმაც 25 წლის ასაკში „გრემის“ რვა ჯილდო მოიპოვა.

21 ივლისი

The Prodigy (დიდი ბრიტანეთი)

The Prodigy  — ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი. შეიქმნა 1990 წელს, ორიენტირებულია ელექტრონულ მუსიკაზე. Fatboy Slim, The Chemical Brothers და The Crystal Method-თან ერთად The Prodigy ბიგბიტის ჟანრის პიონერია. მან პოპულარობა 1990-იან წლებში მოიხვეჭა და დღემდე ინარჩუნებს მას მთელ მსოფლიოში.

22 ივლისი

Renegade Brass Band და Jamie Cullum (დიდი ბრიტანეთი)

ჯეიმი კალუმი — ბრიტანელი პოპ და ჯაზ-მომღერალი და სიმღერების ავტორი, თუმცა, პირველ რიგში, ვოკალისტი და პიანისტია, ასევე აკომპანირებას უწევს სხვა ინსტრუმენტებზე, მათ შორის გიტარაზე და დასარტყამ საკრავზე. 2010 წლიდან ყოველკვირეული ჯაზის შოუს წამყვანია BBC Radio 2-ზე.

Renegade Brass Band — პოპულარულია დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, მოიარა მსოფლიო და მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში. ანსამბლი უკრავს ჯაზის, ჰიპ-ჰოპისა და ბრიტანული ფანკის სტილში.

23 ივლისი

Chris Brown и Nik West (აშშ)

კრისტოფერ მორის „კრის“ ბრაუნი — ამერიკელი მომღერალი და მსახიობია. მან თავისი პირველი ალბომი Chris Brown 16 წლის ასაკში, 2005 წელს გამოუშვა. ალბომში შესულია მისი სინგლი Run It!, რომელიც Billboard Hot 100-ის სათავეში იდგა. ამის წყალობით ბრაუნი პირველი აფროამერიკელი მომღერალი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლი ჩარტის სათავეში მოექცა.

ამერიკელ შემსრულებელს, კომპოზიტორსა და ფანკ ბას-გიტარისტს ნიკ უესტს „ლენი კრავიცი კაბაში“ უწოდეს. ის მუშაობდა პრინცთან, დევიდ სტიუარტთან და გლენ ბალარდთან.

24 ივლისი

Macy Gray (აშშ)

მეისი გრეი (ნატალი რენე მაკინტაირი) ამერიკელი R&B და სოულ მომღერალი, ავტორი-შემსრულებელი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობია, ცნობილია თავისი შედარებით ხრინწიანი ხმით და სიმღერით ბილი ჰოლიდეისა და ბეტ დეივისის გავლენით. თავისი მეხუთე სტუდიური ალბომისთვის The Sellout „გრემის“ პრემიაზე ხუთი ნომინაცია მიიღო. მეისი გრეი გადაღებულია ფილმებში, მათ შორისაა „სავარჯიშო დღე“, „ადამიანი-ობობა“, „ძალიან საშიში კინო-3“.

Take Five Club

15-17 ივლისი — DJ Logic & Friends, 23:00, Take Five Club

21 ივლისი — Salio, 23:00, Take Five Club

22 ივლისი — Nik West, 23:00, Take Five Club

24 ივლისი — Macy Gray DJ Set, 23:00, Take Five Club

ფასიანი კონცერტების გარდა, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის ბათუმის ბულვარში უფასო კონცერტები გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან მუსიკალური ანსამბლი Brass Band და ქართული ჯაზ-ბენდები.

Black Sea Jazz Festival-ი სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება. მისი ორგანიზატორები არიან „თიბისი ბანკი“ და კომპანია Eastern Promotions, მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და აჭარის კულტურის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0