იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ ბარიში ორი მატარებლის შეჯახების ადგილი მოინახულა, სადაც 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.
მაღალი სიჩქარით მოძრავი ორი სამგზავრო მატარებელი ქალაქ ანდრიას სიახლოვეს შეეჯახა ერთმანეთს. კატასტროფის შედეგად სამი ვაგონი სრულად განადგურდა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო–სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. დგინდება კატასტროფაში დამნაშავე პირთა ვინაობა.