თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. 15 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც გუშინ თბილისის ზღვაზე დაიხრჩო, მაშველებმა დღეს იპოვეს, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“.
„როგორც ჩანს, ისინი წყალში მილიდან ხტებოდნენ, შემდეგ ის წყალმა წაიღო. ის ცუდად ცურავდა. ერთი ბიჭი მისახმარებლად გადახტა, მაგრამ ვერ შეძლო. რომელიც დაიხრჩო, იმან ამ ბიჭის ჩათრევა დაიწყო წყალში“, — განაცხადა თვითმხილველმა გურამ კუჭუხიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან ინტერვიუში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.