ირმა სოხაძის „ზღაპარ-ქალაქი“ — როკ-ოპერის, ოპერეტისა და მიუზიკლის სინთეზი

გამოწერა

მომღერალმა ირმა სოხაძემ ახალი საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი „ზღაპარ-ქალაქი 2“ დადგა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, რომელიც სპექტაკლის მსვლელობას ასახავს.

საქართველოს სახალხო არტისტმა ირმა სოხაძემ თბილისში საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი „ზღაპარ-ქალაქი 2“ წარმოადგინა.

სპექტაკლის პრემიერა, რომელიც ირმა სოხაძის თეატრმა–სტუდიამ „მხიარულმა ნოტებმა“ მოამზადა, თბილისი ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგა.

მომღერლის თქმით, „ზღაპარ-ქალაქი“ — ეს როკ-ოპერის, ოპერეტისა და მიუზიკლის სინთეზია. სპექტაკლის პირველი ნაწილის პრემიერა 2014 წელს გაიმართა.

„მხიარული ნოტები“ თბილისში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. სტუდიაში 3-დან 20 წლამდე ასაკის 80-მდე ბავშვი და მოზარდი ეუფლება სამსახიობო ხელოვნებას, სასცენო მეტყველებას, მოძრაობასა და ვოკალს.

ყველა ახალი ამბავი
0