იტალიაში ორი მატარებლის შეჯახებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

CC BY-SA 2.0 / Davide Oliva / Italiaიტალიის დროშა
იტალიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ისინი ხსნიან ვაგონებს, ხალხი მატარებლებიდან გამოჰყავთ.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. იტალიის სამხრეთით მატარებლების შეჯახების შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანის დაიღუპა, განუცხადა ჟურნალისტებს აპულიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.  

„დაღუპულია მინიმუმ 20 ადამიანი“, — თქვა მან.

ორი რეგიონული მატარებელი ერთმანეთს ბარის პროვინციაში შეეჯახა. სამი ვაგონი მთლიანად დანგრეულია.

ადგილზე მუშაობენ მედიკოსები, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. სამაშველო ოპერაციის მსვლელობას აპულიის პრეზიდენტი მიკელე ემილიანო პირადად ადევნებს თვალს.
რეგიონულ რკინიგზაზე მოძრაობა შეჩერებულია.

ყველა ახალი ამბავი
0