პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთში ჩატარებული ევროპის პირველობიდან სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა.
გუნდის ავტობუსი, რომელსაც „ჩემპიონები“ ეწერა, პრეზიდენტის სასახლეში ლისაბონელების აპლოდისმენტებისა და ყიჟინის ფონზე შევიდა.
პორტუგალიის ნაკრებმა ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 109–ე წუთზე ედერზიტუ მასედუ ლოპიშმა, იგივე ანტონიო ედერმა გაიტანა.