თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისიდან 53 კილომეტრში, დმანისის რაიონში 14:14 საათზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დმანისის რაიონის სოფელ სოღუთლოდან 1 კილომეტრში დაფიქსირდა.
ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრის შედეგად განცხადებები დაზიანებების შესახებ არ შემოსულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ რაიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
„ამ დროისთვის, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი დაზიანება არ არის, ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც მოგვიანებით მოგაწვდით“, — განაცხადა ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.