საქართველოში მზიანი ამინდი ბრუნდება

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით მზიან ამინდს გვპირდებიან, მაგრამ დროდადრო მაინც იწვიმებს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მთელ საქართველოში გამოიდარებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა მაინც მოსალოდნელია.

12 ივლისი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარემ წამში, შეიძლება, 17-22 მეტრს მიაღწიოს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13-18 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 24-29; მაღალ მთაში ღამით — 4-9, ხოლო დღისით — 19-24.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13-18 გრადუსი, ხოლო დღისით — 26-31. მაღალ მთაში ღამით 4-9, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი სითბო იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი ხოლო დროდადრო — 17-22 მეტრი იქნება. ღამით 18, ხოლო დღისით 30 გრადუსია მოსალოდნელი.

13 ივლისი

დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, წამში 17-22 მეტრამდე მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს ქარი წამში 10—15 მეტრი სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15-20 გრადუსი, ხოლო დღისით — 30-35. მაღალ მთაში ღამით 7-13, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი, ხოლო დღისით — 25-30. მაღალ მთაში ღამით 6-11, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ღამით ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსი, ხოლო დღისით — 29 გრადუსი იქნება.

14 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი დასავლეთში წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება, ხოლო აღმოსავლეთში 10-15 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით — 32-37. მაღალ მთაში ღამით 9-14, ხოლო დღისით — 27-32 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13-18 გრადუსი, ხოლო დღისით — 27-32. მაღალ მთაში ღამით 6-11, ხოლო დღისით — 22-27 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში 14 ივნისს წვიმა მოსალოდნელი არ არის. ჰაერის ტემპერატურა დღისით 31 გრადუსამდე გათბება, ღამით — 18 გრადუსამდე.

ყველა ახალი ამბავი
0