კვირიკაშვილი BLACK SEA ARENA-ს გახსნას რეგიონისათვის განსაკუთრებულ მოვლენას უწოდებს

© photo: Bidzina Ivanishvili & media / FBBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 000 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი - BLACK SEA ARENA ფონდმა „ქართუმ" სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა. ხელმოწერის ცერემონიამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონცერტო დარბაზი დაათვალიერა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. რეგიონისათვის განსაკუთრებული მოვლენა უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  შეკვეთილშისაკონცერტო დარბაზი — BLACK SEA ARENA-ს გახსნას.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ 10 000 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადასცა. 

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს" და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის საჩუქარი სახელმწიფოსთვის და ამ რეგიონისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან იგი იქნება ცენტრი საერთაშორისო მსხვილი კონცერტების, წარმოდგენების, სპორტული სანახაობების," — ციტირებს პრემიერს მთავრობის პრესსამსახური

მისივე ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზის სიახლოვეს ასევე შენდება შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გახდება.

კრისტინა აგილერა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში, დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება. 

არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვის შესაძლებლობას იძლევა. 

BLACK SEA ARENA აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით.

არენის ტერიტორიაზე განთავსებულია მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი სახანძრო პუნქტი, რომელიც, არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზს, არამედ, მიმდებარე დასახლებულ პუნქტებსაც მოემსახურება. 

BLACK SEA ARENA, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუპროგრამას.


ყველა ახალი ამბავი
0