აჭარაში მეწყერმა ავტომობილი წაიღო

© photo: Sputnikმეწყერი ქობულეტის რაიონში
მეწყერი ქობულეტის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უხვმა ნალექმა ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში მდინარის ადიდება და მეწყერი გამოიწვია.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში უხვი ნალექის შედეგად ღამე  მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ ავტომანქანა წაიღო, რომელშიც იმ დროისთვის არავინ იმყოფებოდა, – იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით ორი  ოჯახი თავს მეზობლებს აფარებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძს განცხადებით  მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა.  

„მოსახლეობა ყველა გადაყვანილი იქნა უსაფრთხო ადგილას. იმ ღამესვე მობილიზებული იყო ყველა სამაშველო სამსახური, დილიდან გეოლოგებიც იყვნენ ჩამოსულები, მათი დასკვნის საფუძველზე გადავწყვიტავთ სად იქნება გასაკეთებელი ფერდსამაგრი  და იქნება თუ არა ადგილობრივი მოსახლეობა გადაყვანილი ქირით ახალ საცხოვრებელ ადგილას“– განაცხადა სულხან ევგენიძემ.

სტიქია დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
იმერეთში სტიქიამ პრომეთეს მღვიმე დაზიანა

დასავლეთ საქართველოში — აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.


ყველა ახალი ამბავი
0