თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ნალექია მოსალოდნელი – დასავლეთში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთში – ძლიერი წვიმა და სეტყვა.
10 ივლისი
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15 გრადუსი, ხოლო დღისით — 28. მაღალ მთაში ღამით იქნება 6, ხოლო დღისით — 20 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14 გრადუსი, ხოლო დღისით — 29. მაღალ მთაში ღამით 5, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბო იქნება.
11 ივლისი
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15 გრადუსი, ხოლო დღისით — 25. მაღალ მთაში ღამით იქნება 6, ხოლო დღისით — 18 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14 გრადუსი, ხოლო დღისით — 26. მაღალ მთაში ღამით 6, ხოლო დღისით — 19 გრადუსი სითბო იქნება.
12 ივლისი
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16 გრადუსი, ხოლო დღისით — 29. მაღალ მთაში ღამით იქნება 5, ხოლო დღისით — 23 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13 გრადუსი, ხოლო დღისით — 28. მაღალ მთაში ღამით 5, ხოლო დღისით — 22 გრადუსი სითბო იქნება.
უახლოეს დღეებში თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის ტემპერატურა 24–27 გრადუსამდე აიწევს, ხოლო ღამით – 17–18 გრადუსამდე.
დეტალურად ამინდის პროგნოზის გაცნობა შეგიძლიათ გარემოს დაცვის სააგენტოს ვებგვერდზე.