თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვის ფაქტზე ხობში ერთი პირი დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახური.
სამართალდამცველებმა დაკავებულის – 1979 წელს დაბადებული რამაზ მ.–ს პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ამოიღეს, ასევე დაკავებულს, ნარკოლოგიური შემოწმებით, ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).