რობინზონ ნაჭყებია
ოქსანა ბელობოროდოვა — საქართველოს მოქალაქეებიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შევსებისას სირთულეებს აწყდება და კონსულტაციას საჭიროებს.
რუსეთში მცხოვრებმა მისმა დამ მშობლებს მოწვევა გამოუგზავნა, თუმცა მათი ხანდაზმული ასაკის გამო, ვიზის მიღებისთვის საჭირო ანკეტის შევსება თვითონ ოქსანას მოუწია. ამასთან, ოქსანა არ არის დარწმუნებული, რომ ანკეტის ყველა ველი სწორად შეავსო.
კონსულტაციის მიღება ვერავისთან ვერ შეძლო. რუსეთის საკონსულოში საბუთების შეტანა წინასწარი კონსულტაციის გარეშე სახიფათოა. შეცდომის გამო ვიზაზე შეიძლება უარი გითხრან. დრო გადიოდა. მოწვევის ერთკვირიანი ვადა მთავრდებოდა.
ყველაფერი ასე დასრულდებოდა, რომ არა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში „ჩაის საღამო“ — საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებთან სექციის თანამშრომელთა პერმანენტული შეხვედრები.
მორიგ ღონისძიებაზე, 8 ივლისს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი ვადიმ გორელოვი ბელობოროდოვას საკონსულოს მუშაკების უფასო მომსახურებას დაპირდა.
საქართველოს მცხოვრებლებისათვის „ჩაის საღამოს“ მოწყობის იდეა და საკითხების განხილვა, რომლებიც ვიზების გაცემასთან და რუსული მოქალაქეობის მიღებასთან არის დაკავშირებული, რამოდენიმე თვის წინ გაჩნდა და გორელოვს ეკუთვნის. პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 2 ივნისს ჩატარდა.
იმისათვის რომ „ჩაის საღამოზე“ მოხვდეთ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის Facebook ჯგუფის წევრი უნდა იყოთ და კომენტარის სახით თქვენი გვარი, სახელი და მამის სახელი დატოვოთ ჯგუფის მოდერატორის მიერ ანონსირებული ღონისძიების ქვეშ.
„სინამდვილეში — ეს წმინდა პრაგმატული იდეაა. ჩვენ ვიცვლებით, ადამიანები კი ამას ვერ ამჩნევენ… ეს საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ იმათ, ვისაც ეს სჭირდება. სამი თვის მანძილზე ჯგუფის 650 მონაწილე მოგვიგროვდა. არიან ისეთებიც, ვინც ბევრ საქმიან წინადადებას გვთვაზობს. ამიტომ გადავწყვიტედ, რომ ამ ადამიანებმა პირადად გაგვიზიარონ თავიანთი წინადადებები და ვიწვევთ მათ შეხვედრებზე“,- თქვა გორელოვმა.
„ჩაის საღამოს“ ღონისძიების ფარგლებში ასევე ეწყობა ექსკურსია საკონსულო განყოფილებაში, სადაც მონაწილეებს უწყების მუშაობის პრინციპებს და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს აცნობენ.
„ჩაის საღამოს“ მონაწილეებს შეუძლიათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელ ვადიმ გორელოვს ნებისმიერ თემაზე კითხვა დაუსვან, დაწყებული რუსეთის ვიზების გაცემით, დამთვრებული საკონსულო განყოფილებაში თანამშრომელთა შერჩევის პრინციპის საკითხებით.