ევროკავშირმა და ნატომ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშინატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირი და ნატო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს აწყდებიან და თითოეულს ცალ-ცალკე ამ გამოწვევებთან „დაპირისპირებისთვის საშუალებათა სრული არსენალი“ არ აქვს, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ დეკლარაციას, ვარშავაში ჩრდილოატლანტიკური სამიტის ოფიციალური გახსნის წინ, ხელი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროკავშირის თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა და ევროპის კომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა მოაწერეს.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირი და ნატო უსაფრთხოების  ახალ გამოწვევებს აწყდებიან და თითოეულს ცალ-ცალკე ამასთან, „ მაგალითად ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებისთვის, საშუალებათა სრული არსენალი“ არ აქვს, ამიტომ, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, „ერთად უნდა ვიმუშაოთ“.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლამ, „შესაძლოა, ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობა მხოლოდ გააძლიეროს“.

ყველა ახალი ამბავი
0