დასავლეთ საქართველოში 50 სოფელი დაიტბორა

გამოწერა
ვანში სახლების პირველი სართულები დატბორილია, დაზიანებული სახლის სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები, განადგურებულია მოსავალი.

თბილისი, 8 ივლისი —  Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად, იმერეთის დაახლოებით 50-ზე მეტი სოფელი დაიტბორა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ვანის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ზაზა ხურციძეზე დაყრდნობით.

იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა წვიმს. ყველაზე მეტად ვანის რაიონი და სოფლები: ციხესულორი, შუამთა, სალხინო, დიხაშმო დააზარალა, რაიონის ტერიტორიის დაახლოებით 80% დატბორილია.

„სტიქიამ, პრაქტიკულად, ყველა სოფელი დააზარალა. თითქმის ყველა ოჯახი დაზარალებულია, რომელთა სახლების პირველი სართულები დატბორილია, დაზიანებულია რამდენიმე სახლის სახურავი, დაიღუპა შინაური ცხოველები, სერიოზულად დაზიანდა გზა“, —განაცხადა ხურციძემ.

ასევე განადგურებულია  სავარგულები, ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა.

გარდა ამისა კოკისპირულმა  წვიმამ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობას ენექტროენერგია არ მიეწოდება.

ვითარებას რაიონში უამინდობა ართულებს. ვანში ამ დრომდე წვიმს, რის გამოც,  შესაბამის სამსახურებს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად პრობლემები ექმნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0