აღმოსავლეთ საქართველოში ტყეში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები იპოვეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის ზუსტი მიზეზი დაგენილი არ არის. შესაძლებელია, ადამიანი ცხოველებმა დაგლიჯეს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. კახეთში, სოფელ შილდასთან ტყის პირას აღმოჩენილია ადამიანის სხეულის ფრაგმენტები, აუწყა საქართველოს შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия"-ს.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, ადამიანი ცხოველებმა დაგლიჯეს.  ცხედარი ადგილობრივმა თემურ ასაბაშვილმა, სოკოს კრეფისას იპოვა.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაგენილი არ არის. დაღუპულის სქესის დადგენაც შეუძლებელია.

სისხლის სამართლის საქმე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“  აღიძრა. 

შს სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიებისას საქმის გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს.

ყველა ახალი ამბავი
0