საქართველოში სატანკო სწავლებები დასრულდა

© FB/Минобороны Грузииსატანკო სწავლებები
სატანკო სწავლებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედროები ამუშავებდნენ თავდაცვითი პოზიციების შენიღბვის, ჰაერიდან ცეცხლზე რეაგირების და პოზიციების შენარჩუნების უნარებს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ხუთდღიანი სატანკო სწავლებები, რომლებშიც ჩართული იყო 70 სამხედრო მოსამსახურე და Т-72 ტიპის ცხრა ტანკი, ვაზიანის პოლოგონზე დასრულდა.

სამხედროები ამუშავებდნენ ტექნიკის გადაადგილების, კონტაქტზე რეაგირების, თავდაცვითი ოპერაციებისა და მოწინააღმდეგის შეყოვნების უნარებს. მათ ამოცანებში ასევე შედიოდა თავდაცვითი პოზიციების დაკავება და შენიღბვა, ასევე ჰაერიდან ცეცხლზე რეაგირება.

სწავლებების დასკვნით ეტაპს  სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე აკვირდებოდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

„ამ სწავლებების მიზანია  ნაკლოვანებების აღმოფხვრაა, რადგან შემდეგში  ჩატარებული სწავლებები ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული იყოს. სწავლებები ასევე იმაზეა ორიენტირებული, რომ სამხედრო მოსამსახურემ გამოიმუშავოს როგორც ტაქტიკური, ასევე საცეცხლე მომზადების პრინციპები“,-განაცხადა პოლკოვნიკმა ტაბატაძემ.

სწავლებები  მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალურ  საბრძოლო მოქმედებებთან.

ყველა ახალი ამბავი
0