თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 8 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის და წერნაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის და ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, პიკასოს, ჟღენტის, ნუცუბიძის, ამაშუკელის და ძოწენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.