ლეიკემია განკურნებადია - თემო საჯაიას სოციალური კლიპი

გამოწერა

„ჩვენ გავიმარჯვებთ!“ — ასე ჰქვია მუსიკალურ კლიპს, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეძღვნება. სიმღერას ქართველი მომღერალი თემო საჯაია ასრულებს, რომელმაც სპეციალურად კლიპის გადასაღებად თავი გადაიპარსა.

გადაღებებში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა სპორტსმენებმა — ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ და სხვებმა, ასევე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხეიძემ და ექიმებმა. კლიპი სწორედ ამ საავადმყოფოშია გადაღებული.

კლიპის მთავარი იდეაა ლეიკემიის სტიგმასთან ბრძოლა და იმის გაცნობიერება, რომ ბევრ შემთხვევაში აღნიშნული დაავადება მკურნალობას ექვემდებარება. ყველაფერი კარგად იქნება — ესაა საჯაიას გზავნილი ბავშვებისადმი.
საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებების შედეგად 33 ბავშვი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0