"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasi"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 7 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, თუმანიანის, იერუსალიმის, ასკანის, ტყავის, აფხაზის, ღვინის, ხანძთელის, საიათნოვას, თონეთის, აბოვიანის, ბერიძის, აბო თბილელის და აბესაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, გობრონიძის, შენგელიას, ჭედიას, შუშის, წყალსადენის, სარაჯიშვილის, მონასტრის, ტაძრის, კუპატაძის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, რადიანის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, არაყიშვილის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

09:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, საინგილოს, გუმბრის, ახალუბნის, კაიშაურის, კვალეთის, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, ბახტრიონის, ბენდელიანის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III მიკრორაიონების, ჯავახეთის და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0