ადელის, ბიბერისა და სხვების ქართული კონცერტები - ტყუილი თუ მართალი?

© photo: Sputnik / Михаил Листопадов / გადასვლა მედიაბანკშიჯასტინ ბიბერი
ჯასტინ ბიბერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელების ქართული აუდიტორია სიმართლესთან საკმაოდ ახლოს მდგარმა „ფეიკებმა“ შეავსო. „ფეისბუქს“ თუ ვენდობით, შეიძლება იფიქრო, რომ საქართველოს წელს ნამდვილი ცხელი ზაფხული ელოდება ისეთი ვარსკვლავების კონცერტებით, როგორებიც არიან ადელი, ემინემი, Red Hot Chili Pappers და სხვა.

ანასტასია შრაიბერი

„Sputnik საქართველო“ შეეცადა გაერკვია, მართალია თუ არა, რომ საქართველომ 2016 წელს ანდამატივით მოიზიდა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები.

ადელი — ამ პოპულარული ბრიტანელი მომღერლის რიყის პარკში დაგეგმილი ცოცხალი კონცერტის ანონსი „ფეისბუქზე“ 27 ივნისს გამოჩნდა. ინფორმაციის მეტი დამაჯერებლობის მიზნით ანონსი ორ — ინგლისურ და ქართულ ენებზე დაწერეს. ქართველ მელომანებს ასევე აცნობეს, რომ ცნობილი მომღერლის სოლო კონცერტი საქართველოს მთავრობის პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება.

ამ პროექტის ფარგლებში ქვეყანაში უკვე გაიმართა რობი უილიამსის, Maroon 5-ისა და ხოსე კარერასის კონცერტები. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თბილისში ადელის კონცერტი პირველი მასშტაბური „ფეიკი“ აღმოჩნდა, რომელიც მომღერლის ბევრმა თაყვანისმცემელმა დაიჯერა. კონცერტზე დასწრების მსურველი 3,5 ათასი ადამიანი აღმოჩნდა, ხოლო დაინტერესებული — 14 ათასი. 2,5 ათასზე მეტი კონცერტზე „მიიწვიეს“, მაგრამ ისინი სიახლის მიმართ უფრო სკეპტიკურები აღმოჩნდნენ.

© FB/ Adele Live in Tbilisi GeorgiaFacebook-ში ადელის კონცერტის რეკლამა გავრცელდა
Facebook-ში ადელის კონცერტის რეკლამა გავრცელდა - Sputnik საქართველო
Facebook-ში ადელის კონცერტის რეკლამა გავრცელდა

შემდეგი „სიახლე“ – 2016 წლის აგვისტოში 2 ათასამდე ადამიანი ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის Red Hot Chili Peppers-ის კონცერტზე დასწრებას აპირებს. ივენთის ორგანიზატორის, უცნობი კომპანია Summer Tours-ის ცნობით, კონცერტი თბილისში 18 აგვისტოს „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება. ჯგუფი თბილისს საზაფხულო ტურის ფარგლებში ეწვევა. მაგრამ Red Hot Chili Peppers-ის წევრებს საქართველოში კონცერტის შესახებ სიზმარიც კი არ უნახავთ. ამავე დროს, როკ-ჯგუფის მოყვარულებს ყველგან სთავაზობენ ბილეთების შეძენას ვებ-გვერდზე TKT და თან ბილეთების გაყიდვა 15 ივლისს დაიწყება. მაგრამ ნუ იჩქარებთ — Red Hot Chili Peppers-ის კონცერტი, ყოველ შემთხვევაში წელს, საქართველოში არ ჩატარდება.

© Владимир АстапковичRed Hot Chili Peppers-ის კონცერტი მოსკოვში
Red Hot Chili Peppers-ის კონცერტი მოსკოვში - Sputnik საქართველო
Red Hot Chili Peppers-ის კონცერტი მოსკოვში

რეპის კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი ემინემი, იგივე მარშალ ბრიუს მეტერს III საქართველოში გამოსვლას თითქოს მიმდინარე წლის 29 აგვისტოს აპირებს. თუ კომპანია Event group Pro-ს მიერ ორგანიზებული კონცერტის შესახებ ინფორმაციას დავუჯერებთ, ემინემმა ლისის ტბაზე კონცერტი 18:00 საათზე უნდა დაიწყოს. ეს „ფეიკი“ 3 ათასამდე ადამიანმა დაიჯერა. კონცერტის გვერდზე წერია, რომ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია კონცერტის შესახებ ივნისში გამოჩნდება. ივნისმა ჩაიარა და კონცერტის ლოდინი, რა თქმა უნდა, არც ღირს.

თუმცა, ვარსკვლავების კონცერტების „ორგანიზატორები“ ხანდახან საკუთარი ივენთების დამაჯერებლობაზე საერთოდ არ ზრუნავენ. მაგალითად, კანადელი პოპ-R&B-მომღერლის, მთელ მსოფლიოში მილიონობით მოზარდის კერპის ჯასტინ ბიბერის კონცერტი 28 ივლისს, არც მეტი და არც ნაკლები, გლდანის ნაგავსაყრელზეა დაგეგმილი! ასე რომ, გონიერი ადამიანი არც კი დასვამს კითხვას: „ბიბერი მართლა ჩამოდის თბილისში?“ მაგრამ, სამწუხაროდ, ბიბერის ხუთასამდე ფანმა ეს „ფეიკი“ მაინც დაიჯერა და კიდევ ათასი „დაინტერესდა“. რას იზამ, ხდება!

© Михаил Листопадовჯასტინ ბიბერის კონცერტი
ჯასტინ ბიბერის კონცერტი - Sputnik საქართველო
ჯასტინ ბიბერის კონცერტი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ს კონცერტი, როგორც ჩანს, 2016 წლის 11 სექტემბერს „გაიმართება“ და თანაც — მუხიანის პლაჟზე. ამასთან, ინგლისელი მუსიკოსები საქართველოს თავისი ახალი ალბომის მხარდაჭერის ფარგლებში ეწვევიან. ბილეთების შეძენას თაყვანისმცემლებს არარსებულ პორტალზე ticketmaster.com ურჩევენ. განსაკუთრებულ „ნდობას“ კი კომპანიის დასახელება — „არიქა“ იმსახურებს. სამწუხაროდ, დამაჯერებლობაზე საუბარი არც აქ გვიწევს.

სიტყვამ მოიტანა და, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების გარდა (მათ შორისაა ალა პუგაჩოვასა და ირინა ალეგროვას კონცერტები საქართველოს რეგიონებში), სოციალურ ქსელებში ქართულ აუდიტორიას სხვა სიახლეებსაც აწვდიან „მაგარ“ მოვლენებზე. მაგალითად, არგონავტების შემოსევაზე, იესო ქრისტესა და იოსებ სტალინის მასტერ-კლასებზე, ასევე განსვენებული ლეგენდარული ბობ მარლისა და როკ-ჯგუფ Nirvana-ს კონცერტების შესახებ.

როგორ ამოვიცნოთ „ფეიკი“?

როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოვტყუვდეთ და სულელურ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ? პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ ორგანიზატორის გვერდი ადეკვატურობაზე: გავიგოთ, ოფიციალური პირია თუ არა, ვნახოთ მოვლენების ქრონიკა, ან, უბრალოდ, დაკონტაქტება ვცადოთ და პირდაპირ ვკითხოთ იდეის ავტორს. მეორე – აუცილებლად უნდა შევამოწმოთ პირველწყარო, მოვიძიოთ ინტერნეტში ვარსკვლავის ოფიციალური ვებ-გვერდი და მისი საგასტროლო ტურის გრაფიკში საქართველო მოვძებნოთ. და, ბოლოს, უბრალოდ, ფხიზელი თვალით შევაფასოთ ვითარება და მეექვსე გრძნობა ავამუშაოთ. ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ, ყურადღებით იყავით!

ყველა ახალი ამბავი
0