სილვიო ბერლუსკონიმ "მილანი" ჩინელებს მიჰყიდა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშისილვიო ბერლუსკონი
სილვიო ბერლუსკონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტული პრესა აღნიშნავს, რომ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მომავალ კვირაში მოაწერენ ხელს, ხოლო გუნდის გაყიდვა საბოლოოდ შემოდგომაზე მოხდება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. იტალიის საფეხბურთო კლუბი „მილანი“ ჩინელმა ბიზმესმენმა იყიდა, იუწყება სააგენტო Р-Спорт-ი Football Italia-ზე დაყრდნობით.

მანამდე მასმედია იუწყებოდა, რომ „მილანის“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელმაც სულ ახლახან გულის ოპერაცია გაიკეთა, კლუბის აქციების 80% ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა. შეთანხმების თანხამ, კლუბის ვალების ჩათვლით, 700 მლნ ევროზე მეტი შეადგინა.

„დიახ, მე გავყიდე „მილანი“. თუმცა, მე მინდა, რომ კლუბის ახალმა მფლობელებმა უახლოეს ორ წელიწადში ტრანსფერებზე 400 მლნ დახარჯონ. ისინი მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენენ, რომელშიც სახელმწიფოა ჩართული. მე „მილანი“ მივყიდე ჯგუფს, რომელიც შეძლებს გუნდის პირველ ადგილზე დაბრუნებას იტალიაში, ევროპასა და მსოფლიოში“, — აღნიშნა ბერლუსკონიმ.

იტალიის ყოფილ პრემიერს კლუბის პრეზიდენტის პოსტი 1986 წლიდან უკავია. მმართველობის 30 წლის განმავლობაში კლუბმა 30 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის სერია A-ს რვა ტიტული, ჩემპიონთა ლიგის ხუთი თასი და ერთი იტალიის თასი. „მილანი“ იტალიის ჩემპიონი ბოლოს 2010/2011 წლების სეზონში გახდა.   

„მილანში“ 2001-2010 წლებში ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე თამაშობდა, რომელიც ამჟამად საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრია.

ყველა ახალი ამბავი
0