არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვა

© FB/Арчил Хабадзе არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაბაძის შესაძლო გადადგომის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ ორშაბათს გახდა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

იმის თაობაზე, რომ ხაბაძე თანამდებობის დატოვებას 7 ივლისს აპირებდა, მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ განაცხადა. მთავრობის პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ პრესა ოფიციალურ განცხადებას დალოდებოდა და რომ ხაბაძე საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

ხაბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2012 წლის 30 ოქტომბრიდან იკავებდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა „ქართუ ბანკში“. მანამდე კი — სამი წელი „ინტელექტ ბანკში“ და ორი წელი — „საქართველოს საზღვაო ბანკში“.

ყველა ახალი ამბავი
0