ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის მოსახლეობას საჩუქრები დაურიგეს

© сайт министерства обороны Грузииქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰუმანიტარული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვება და მათი დახმარებაა.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ქართველმა სამხედროებმა, რომლებიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ, ავღანეთის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები აჩუქეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 52-ე ბატალიონის მეხუთე ქვეითი ბრიგადის  სამხედროებმა, რომლებიც ბაგრამის ავიაბაზაზე არიან დისლოცირებული.

„ოპერაციის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვება… ჩვენ გვსურს, რომ  ვიყოთ მათი მეგობრები და არა მტრები. ჩვენ მათ უსაფრთხოებას ვიცავთ და ვფიქრობთ მათზე“, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპიტანმა ზვიად ბერიძემ.

ქართული არმია - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთში მორიგ როტაციას განახორციელებენ

ჰუმანიტარულ ოპერაციაში აშშ-ის სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი ღონისძიება ავღანეთში სისტემატურად ტარდება.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. დღეისათვის ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს, რომელთაგან 13 ქალია.

ყველა ახალი ამბავი
0