თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

© photo: AFP 2020 / BULENT KILICთურქეთის სასწრაფო დახმარება
თურქეთის სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი ამინდის გაუარესებისა და ცუდი ხილვადობის გამო ჩამოვარდა, დაღუპულთა შორის თურქი სამხედრო პირების მეუღლეები და შვილები არიან.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მაღალი რანგის სამხედრო პირები თავიანთ ოჯახებთან ერთად იყვნენ, თურქეთში კატასტროფა განიცადა, იუწყება „Sputnik თურქეთი".

კატასტროფა გირესუნის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის რვა სამხედრო მოსამსახურე, მათი მეუღლეები და სამი ბავშვი. ოფიცრებს შორის გირესუნის პროვინციის ჟანდარმერიის უფროსი, გენერალი მუსტაფა დორგა იყო. დელეგაცია იმ სამხედროების ოჯახების მოსანახულებლად მიემგზავრებოდა, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციებში დაიღუპნენ.

„თვითმფრინავი ამინდის გაუარესებისა და ცუდი ხილვადობის გამო ჩამოვარდა, ტერაქტზე საუბარი არ მიდის. თვითმფრინავმა გირესუნიდან 40 კმ-ზე კატასტროფა განიცადა. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. მათი რიცხვი დგინდება“, — განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია ექვსი ადამიანი, შვიდი კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის ორი ქალი და ორი ბავშვია.

კატასტროფის ადგილას სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0