რეიკიავიკში ისლანდიის ნაკრებს ოვაციებით დახვდნენ

გამოწერა

ისლანდიაში ეროვნული ნაკრები ევრო 2016-დან დაბრუნდა. იხილეთ ვიდეო რეიკიავიკის ქუჩებში თუ როგორი ოვაციებით ხვდებოდა მოსახლეობა ფეხბურთელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის ნაკრებმა ევრო 2016-ზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, როდესაც ფრანგებთან მატჩი, ანგარიშით 2:5 დაასრულეს, სამშობლოში ფეხბურთელებს, როგორც გმირებს ისე დახვდნენ. ისლანდია, რომლის მოსახლეობაც 330 ათასია, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა შორის ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანაა.

გუნდმა შეძლო ჯგუფიდან მეორე ადგილიდან გასვლა და პლეი-ოფში ინგლისის დამარცხება. ადგილობრივი დროით 19:33 საათზე ისლანდიის ნაკრები ეკლესიის წინ მოედანზე გამოჩნდა.

მოედანზე შეკრებილი ადამიანები ოვაციებითა და შეძახილებით ხვდებოდნენ ფეხბურთელებს.

6 ივლისს ლიონში პირველი ნახევარფინალის მატჩზე პორტუგალიისა და უელსის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. 7 ივლისს კი მარსელის სტადიონზე საფრანგეთისა და გერმანიის ფეხბურთელები გამოცდიან ერთმანეთის ძალებს. ევრო 2016-ის ფინალი პარიზის „სტად-დე-ფრანსის“ სტადიონზე 10 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0