დღეს თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ელოდებიან

© RIA Novostiჯონ კერი
ჯონ კერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილია ჯონ კერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. სახელმწიფო მდივანი ოპოზიციასაც შეხვდება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 6-7 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ.

ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურის სფეროებში.

აგრეთვე შედგება აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 
ყველა ახალი ამბავი
0