წარმოადგინეს რიოს ოლიმპიადის ოფიციალური სიმღერა

© photo: Sputnik / Мария Плотникова / გადასვლა მედიაბანკშირიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჰიმნი ტიაგინიოსა და პრომოტეს სიმღერა „სული და გული“ გახდება.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. წარმოდგენილია რიოს ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სიმღერა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-ყაზახეთი“ ყაზახეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„წარმოდგენილია რიოს ოლიმპიადის ოფიციალური სიმღერა. კომპოზიცია შეასრულეს ტიაგინიომ და პრომოტემ. სიმღერის დასახელებაა Alma e Coração („სული და გული“)“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში 5-21 აგვისტოს გაიმართება. 

ყველა ახალი ამბავი
0