ქართველი არქიტექტორი პრესტიჟულ კონკურსზე შეაფასეს

© Сайт Architizerგიორგი ხმალაძის ნამუშევარი
გიორგი ხმალაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძის გამაჯანსაღებელი ცენტრის პროექტმა, რომელიც შეკვეთილში აშენდება, „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა“ დაიმსახურა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში არქიტექტორების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Architizer A+ Awards თანამედროვე ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძის ახალი ნამუშევარმა „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა“ დაიმსახურა.

Architizer A+ Awards-ის პრემიით დაჯილდოება უკვე მეოთხედ იმართება. ჟიურიში სხვადასხვა სექტორის 300-ზე მეტი გამოჩენილი წარმომადგენელია – არქიტექტორები და მოდელიორები, გამომცემლები, დიზაინერები და უძრავი ქონების აგენტები.

კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ივნისის ბოლოს ნიუ-იორკში გამართულ გალა-საღამოზე მოხდა. ჟიურის წინაშე გიორგი ხმალაძემ და მისმა კომპანიამ Khmaladze Architects გამაჯანსაღებელი ცენტრისა და ზღვის კურორტის პროექტი წარადგინა, რომელიც გურიაში, შეკვეთილში აშენდება.

,,თანამედროვე მსოფლიოს არქიტექტურა მეორე მსოფლიო ომის მერე ჩამოყალიბდა“

„კურორტი ფიჭვნარში, ზღვისპირეთში აშენდება. ირგვლივ არსებული მდიდარი ბუნება, რელიეფი და ზღვის სანაპიროს სიახლოვე იქნება დიზაინის საკვანძო ფაქტორი“, — აღნიშნულია კონკურსის ვებ-გვერდზე.

გიორგი ხმალაძე საქართველოსა და მსოფლიოში უკვე ცნობილია როგორც ერთ-ერთი ლამაზი შენობის — ბათუმის „მაკდონალდსის“ ავტორი.

ამ პროექტით ხმალაძემ Architizer A+ Awards-ის კონკურსში 2014 წელს გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ ქართველმა არქიტექტორმა არქიტექტორთა წრეებში პოპულარობა მოიხვეჭა.

ყველა ახალი ამბავი
0