რიო-დე-ჟანეიროში კოპაკაბანას სანაპიროზე ოლიმპიური თამაშების წინ Megastore Rio 2016 გაიხსნა, რომელშიც ოლიმპიადის სიმბოლიკიანი ტანსაცმელი და სუვენირები იყიდება. იხილეთ ფოტორეპორტაჟი სუპერმარკეტიდან, რომელმაც ქალაქის სტუმრებსა და ადგილობრივებს შორის პოპულარობა მალე მოიპოვა.
რიოს ოლიმპიადის წინ მაღაზია Megastore Rio 2016 გაიხსნა, რომელშიც ნებისმიერ მსურველს ოლიმპიადის სიმბოლიკიანი ტანსაცმლისა და სუვენირის შეძენის შესაძლებლობა აქვს.

რიო-დე-ჟანეიროში, კოპაბანას სანაპიროზე ოლიმპიური სუპერმარკეტ Megastore Rio 2016-ის გახსნის ცერემონიაზე კონგოელი ათლეტები პოზირებენ.

ოლიმპიურ სუპერმარკეტ Megastore Rio 2016-ში ოლიმპიადის სიმბოლიკიანი თოჯინების სიმრავლეა.

ადამიანები Megastore Rio 2016-ში გამოფენილ პროდუქციას ათვალიერებენ.

კონგოელი ძიუდოისტი ოლიმპიადის სიმბოლიკიანი სუვენირების წინ პოზირებს.

სუპერმარკეტში ყველა სუვენირი ან ნივთი ოლიმოიადის სიმბოლიკიანია.

Megastore Rio 2016-ში პატარა გოგონა ოლიმპიადის სომბოლიკიანი თოჯინის თაროდან ჩამოღებას ცდილობს.