თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 5 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
სამგორის რაიონი
09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების IX, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ქსოვრელის და თმოგვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, გოძიაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაგარინის, შარტავას, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, არშბას, სანდრო ეულის და პოლიტოვსკაიაას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.