ამინდის პროგნოზი: წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება

© photo: Sputnik / Asatur Esayantsწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა კვირას სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებდნენ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ამ კვირაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაძლებელია წვიმიანი ამინდი იყოს, აღმოსავლეთში კი ამას შეიძლება თან ქარიც დაერთოს.

5 ივლისი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მ იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 17-22 გრადუსი სითბო, დღისით კი 25-30 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ჰაერი ღამით 10-15 გრადუსამდე გათბება, დღისით კი 19-23 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში წვიმები, ზოგიერთ ადგილზე კი სეტყვაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით 15-20 გრადუსი, დღისით კი 28-33 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით 8-13, დღისით 18-23 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.

სინოპტიკოსები თბილისში ხანმოკლე წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით ჰაერი 19 გრადუსამდე, დღისით კი 31 გრადუსამდე გათბება.

6 ივლისი

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და ასევე თბილისში 6 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. აღმოსავლეთში შესაძლოა სეტყვა.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსი, დღისით კი 26-31 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით 8-13, დღისით კი 20-25 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 15-20, დღისით კი 25-30 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 17-22 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით 19, დღისით კი 28 გრადუსს მიაღწევს.

7 ივლისი

საქართველოს რამდენიმე რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ღამით 17-22 გრადუსი, დღისით კი 30-35 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით 7-12, დღისით კი 26-31 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 13-18 გრადუსი, დღისით კი 29-34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით — 20-25 გრადუსი სითბოა ნავარაუდები.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით 19, დღისით კი 32 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0