ვითარება დარიალის ხეობაში

© photo by press-service of Georgian ministry of regional developmentდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც ღვარცოფის გამო დაიკეტა, დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც დარიალის ხეობაზე გადის, ორშაბათს 17:00 საათზე გაიხსნება, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა.

დეპარტამენტის განცხადებით, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება, მაგრამ გავლას ისინი სპეციალური რეჟიმით შეძლებენ.

მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ულამაზეს დარიალის ხეობაში ბუნება თავის პირობებს გვკარნახობს. მეწყერი, წყალდიდობა და ღვარცოფი პერიოდულად პრობლემებს ქმნის საქართველოს სამხედრო გზაზე. - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ღვარცოფის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრას დაუყოვნებლივ შეუდგა. სპეციალისტები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.

ტრაილერების მძღოლებს, რომლებსაც მალფუჭებადი პროდუქტები გადაჰქონდათ რუსეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის გავლით ალტერნატიული გზა შესთავაზეს.

გარდა ამისა, ხილ-ბოსტნეული, რომელიც რუსეთში სომხეთიდან 55 სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდათ, საზღვაო გზით გაგზავნეს.

საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გატარებული ზომების შედეგად დარიალის ხეობაში ე.წ. საცობი აღარ არის.

ყველა ახალი ამბავი
0