გერმანიაში ევრო 2016-ის ¼ ფინალურ მატჩში იტალიაზე გამარჯვებას ზეიმობენ

გამოწერა

ბერლინში ათასობით გერმანელი გულშემატკივარი ზეიმობდა გერმანიის ნაკრების  იტალიის გუნდთან გამარჯვებას, რომელიც პენალტების სერიამ განსაზღვრა. სწორედ ამ გამარჯვებამ მისცა გერმანიის ნაკრებს შანსი ევრო 2016-ის ფინალში გასულიყო. 

ევრო 2016-ის ¼ ფინალურ მატჩში გამარჯვებას გერმანელი გულშემატკივრები ბრანდენბურგის კარებთან  სიმღერითა და ცეკვით აღნიშნავდნენ.

გერმანელებმა პირველად ისტორიაში მოახერხეს ოფიციალურ მატჩში იტალიელებზე გამარჯვება და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.

3 ივლისს ევრო 2016-ის ბოლო მეოთხედფინალი გაიმართება და ერთმანეთს ისლანდიისა და საფრანგეთის გუნდები შეხვდებიან, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა გერმანიის ნაკრების მოწინააღმდეგის ვინაობა.

ევრო-2016 საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება. საერთო ჯამში ჩემპიონატში 24 ევროპული ეროვნული ნაკრები გუნდი მონაწილეობს.


ყველა ახალი ამბავი
0