ჭუბერში ნენსკრაჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreli / გადასვლა მედიაბანკშისვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნენსკრაჰესი, რომლის სიმძლავრეც 280 მგვტ იქნება და რომელიც მდინარე ენგურის შენაკადზე აიგება, ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესის მშენებლობა 2021 წლისთვის დამთავრდება, ენერგიის გამომუშავება კი უკვე 2019 წელს დაიწყება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ჭუბერის მოსახლეობამ ნენსკრაჰესის მშენებლობა საპროტესტო აქციით გააპროტესტა.  ადგილობრივების თქმით, ახალი ჰესის აგება რეგიონს ეკოლოგიურ პრობლემას შეუქმნის. 

ენგურ ჰესის პლატინა - Sputnik საქართველო
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა გაუწევს მონიტორინგს

როგორც აქციის მონაწილეებმა გნააცხადეს, სვანეთი სეისმოლოგიურად არამდგრადი ქანებისგან შემდგარი ტერიტორიაა და აქ არ არის მიზანშეწონილი დიდი ჰესების მშენებლობა.

ნენსკრაჰესს სვანეთში იტალიური კომპანია Salini Impregilo აშენებს. სამშენებლო კომპანია მთავარმა ინვესტორმა,  KWater-მა შეარჩია ტენდერის საფუძველზე.

ნენსკრაჰესი, რომლის სიმძლავრეც 280 მგვტ იქნება და რომელიც მდინარე ენგურის შენაკადზე აიგება, ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესის მშენებლობა 2021 წლისთვის დამთავრდება, ენერგიის გამომუშავება კი უკვე 2019 წელს დაიწყება.

Salini Impregilo წარმოადგენს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომელიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.   

 

ყველა ახალი ამბავი
0