მსოფლიო როკის ვარსკვლავები ბათუმში კონცერტს გამართავენ

გამოწერა
გარდა უცხოელი ვარსკვლავებისა, კონცერტში ბათუმის ხელოვნების ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ცნობილი როკ-ვოკალისტი და როკ-ჯგუფ Nazareth-ის დამფუძნებელი დენ მაკაფერტი, შოტლანდიელი შემსრულებელი დუგი უაიტი და ამერიკელი როკ-მომღერალი ტიმოთი ოუენსი (Timothy Owens)  ბათუმში 4 ივლისს კონცერტს გამართავენ. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმის ცენტრში „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნა

მსოფლიო როკის ვარსკვლავების ერთობლივი კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.

უცხოელ შემსრულებლებთან ერთად მსმენელის წინაშე ქართველი მომღერლები — ნიკო და გიორგი ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე და სხვები წარდგებიან.

სცენაზე ასევე დაუკრავს  ბათუმის ხელოვნების ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა  ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროებშია შესაძლებელი.


ყველა ახალი ამბავი
0