რონალდუს მიერ ტბაში გადაგდებულ მიკროფონს აუქციონზე გაიტანენ

© photo: Sputnik / Aleander Nesterov / გადასვლა მედიაბანკშიკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტუგალიის კანრების ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მიერ ტბაში გადაგდებულ მიკროფონს, რომელიც მყვინთავმა ტბის ფსკერზე იპოვა, აუქციონზე გაიტანენ.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდოს მიერ გამოცემა Correio da Manha-ს ჟურნალისტის გადაგდებული მიკროფონი ტბის ფსკერიდან  ამოიღეს და მას აუქციონზე გაიტანენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ „ტვიტერში“ ბრიტანული გაზეთ  The Sun-ის ოფიციალურ მიკრობლოგში.

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალისტზე გაბრაზდა, რომელმაც ევრო 2016-ის მატჩის წინ კომენტარი სთხოვა. სპორტსმენმა ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა და ტბაში გადააგდო.

ინციდენტი ლიონში საწვრთნელ ბაზაზე 22 ივნისს მოხდა, როდესაც ევრო-2016-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ რონალდუ და პორტუგალიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობდნენ.  

როდესაც რონალდუსთან Correio da Manha-ს ჟურნალისტი მივიდა და კითხვა დაუსვა: „რონალდუ, მზად ხართ დღევანდელი თამაშისთვის?“ ფეხბურთელი გაბრაზდა, ხელიდან მიკროფონი გამოსტაცა მას და ტბაში გადააგდო.

მანამდე რონალდუსა და გამოცემას შორის სასამართლო პროცესი გაიმართ, რომელზეც ფეხბურთელი გამოცემას მისი პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებაში სდებდა ბრალს.

გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონზე გაყიდული მიკროფონიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0