ბათუმში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც მშენებლობის დროს უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ბათუმში ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

 ინცინდენტი გუშინ, დღის ბოლოს მოხდა. დაზარალებულები მუშები არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. 

მრავალსართულიან კორპუსს ბათუმში, სადაც ინციდენტი მოხდა კომპანია დე-ეს გრუპი აშენებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც მშენებლობის დროს უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 


ყველა ახალი ამბავი
0