შესაბამისი სამსახურების მხრიდან გაწეული ინტენსიური სამუშაოების შედეგად მდინარე თერგი კალაპოტს დაუბრუნდა. Sputnik-ი დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. წინასწარი მონაცემებით. გზის აღდგენით სამუშაოებს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.
გზა დევდორაკის ხეობაში ორი კვირის შემდეგ გაიხსნება, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამინდი არ შეუშლის ხელს, აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს სამხედრო გზა ერთ-ერთი საშიში და უძველესია, რომელიც 1793 წელს გაიხსნა.

დარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები ტარდება.

საქართველოს სამხედრო გზა ზღვის დონიდან 2,3 ათას მეტრზე მდებარეობს.

4/9
© photo by press-service of Georgian ministry of regional development
შესაბამისი სამსახურები გზის აღდგენას მაქსიმალურად მოკლე დროში ცდილობენ.

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

საავტომობილო გზა უახლოეს პერიოდში აღდგება, მაგრამ იმის გარანტია, რომ ბუნება მსგავსი "სიურპრიზით" ისევ არ "დაგვაჯილდოებს", რა თქმა უნდა, არ არსებობს.

შესაბამისი სამსახურები გზის აღდგენას მაქსიმალურად მოკლე დროში ცდილობენ, მანამდე კი დარიალის ხეობიდან 200-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

საქართველოს ხელისუფლება გზის აღდგენას ორ კვირაში ვარაუდობს.

შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოების წყალობით, მდინარე თერგი კალაპოტს დაუბრუნდა.