თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისში ძალოსნობაში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატზე 15 მედალი გათამაშდა.
ცხრა ოქროს მედალი აზიელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს, სამი – ევროპელებმა, ორი – სამხრეთ ამერიკელებმა და ერთი – აშშ–ის წარმომადგენელმა.
ტურნირის ბოლო დღეს ჯილდოების ორი კომპლექტი გათამაშდა – ქალთა შორის 75 კგ–ზე მეტ წონაში და ვაჟთა შორის – 105 კგზე მეტ წონაში.
საქართველოსთვის ვერცხლის მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიპოვა. ოქრო ტაილანდელ დუანგაკსორნ ჩეიდიის ერგო, ხოლო მესამე ადგილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა მერსი ბრაუნმა დაიკავა.
ვაჟთა შორის ბადალი არ ჰყავდა სიმონ მარტიროსიანს სომხეთიდან, ვერცხლი ეგვიპტელ აჰმედ გაბერს ხვდა წილად, ხოლო ბრინჯაო – ტამაშ კაიდოსის სერბეთიდან.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შედეგებით საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო გიორგი ჩხეიძემ და ვერცხლი – ანასტასია გოტფრიდმა.
გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულია ჩინეთის ნაკრები, რომელმაც ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.