სერბეთში კაფეში სროლას სულ ცოტა ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა
ცოლისა და კაფეში მყოფი ადამიანების მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. სერბეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ზრენიანინში მამაკაცმა ერთ–ერთ კაფეში ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სულ ცოტა ხუთი ადამიანი, დაიჭრა – 20, იუწყება სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“ პოლიციაზე დაყრდნობით.

ინციდენტი დღეს, თბილისის დროით 03:40 საათზე მოხდა. მამაკაცმა, სანამ უკონტროლო სროლას დაიწყებდა, ჯერ საკუთარი ცოლი და კიდევ ერთი ქალი მოკლა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. პოლიცია დანაშაულის მოტივს არკვევს.

ყველა ახალი ამბავი
0