თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით დიმიტრი გ. დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახური.
„ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ექსპრეს ბანკი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 17 ათასი ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აღნიშნულია პრეს–სამსახურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ექსპრეს ბანკიდან წაღებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).